გაკვეთილის თემა
|
ავტობიოგრაფია/CV
|
სწავლების საფეხური/ დისციპლინა
|
საშუალო; მე-11 კლასი; ქართული ენა და ლიტერატურა;
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
33
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები შეძლებენ ავტობიოგრაფიისა და CV-ის სპეციფიკურ
მახასიათებელთა დადგენას; შექმნიან
საკუთარ CV-ის; გამოიმუშავებენ ინფორმაციის ტრანსფერის უნარს.
|
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
ქართ. XI. 12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა: წერს ე. წ. CV-ს.
|
თანმიმდევრობა
|
1.
მისალმება, სიის
ამოკითხვა (2 წთ).
2.
მოსწავლეებს ვაცნობ
გაკვეთილის თემას, მიზანსა და მეთოდებს (1 წთ).
3.
მოსწავლეებს ვთხოვ,
გაიხსენონ, რა იციან ავტობიოგრაფიისა და CV-ის შესახებ. მიღებულ პასუხებს ვწერ დაფაზე (3 წთ) . შემდეგ ვავალებ, ვენის
დიაგრამის გამოყენებით, შეადარონ ერთმანეთს ავტობიოგრაფია და CV (მუშაობენ წყვილებად) (3 წთ). სამუშაოს
დასრულებისას მათ წარვუდგენ ჩემ მიერ წინასწარ მომზადებულ დიაგრამას, რომელშიც
ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი. ხმამაღლა ვკითხულობ ნაწერს და
ვთხოვ, მონიშნონ ის საკითხები, რომლებიც მათს ნაწერებშიც დაფიქსირდა (3 წთ).
4.
თეორიული ინფორმაციის
გააქტიურების შემდეგ კლასს ვთხოვ, გაიხსენონ ავტობიოგრაფიული ტექსტები.
მოსალოდნელია, რომ დასახელდება აკაკის „ჩემი თავგადასავალი“, გურამიშვილის
„დავითიანი“... კლასს შევახსენებ, რომ ილია ჭავჭავაძემაც დაწერა მოკლე
ავტობიოგრაფია ენციკლოპედიისათვის და ახლა სწორედ მასზე ვიმუშავებთ: ვეცდებით,
ვაქციოთ CV -დ (3 წთ).
5.
მოსწავლეებს ვურიგებ
ნაბეჭდ ტექსტს და ვთხოვ, ერთი ფერის მარკერით მონიშნონ ის ინფორმაცია, რომელსაც
შეიტანენ CV-ში, ხოლო მეორე
ფერის მარკერით - ის, რომელიც CV-ში არ შევა (მუშაობენ ინდივიდუალურად) (10 წთ).
6.
სამუშაოს დასრულების
შემდეგ კლასს პროექტორით ვაჩვენებ იმავე ტექსტს, რომელზეც თვალსაჩინოებისთვის
სათანადო მონაკვეთებს კომენტარის დართვით მოვნიშნავ; ისინი წარმოდგენილ ნიმუშს ადარებენ
თავიანთ ნამუშევრებს (3 წთ).
7.
ამ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების მერე
ვაყალიბებთ CV-ს შაბლონს -
წარმოვადგენ პროექტორის საშუალებით (დამატებით აღვნიშნავ მნიშვნელოვან დეტალებს)
(5 წთ).
8.
მოსწავლეებს ვურიგებ
სამუშაო ფურცლებს და ვთხოვ, შეავსონ სათანადო გრაფები რეალური მონაცემების
მიხედვით (10 წთ). შენიშვნა:
საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეებს ვუწევ ინდივიდუალურ კონსულტაციას.
9.
დავალებად ვაძლევ
იდეალური CV-ს შექმნას
(როგორ წარმოუდგენიათ თავიანთი პროფესიული მონაცემები რამდენიმე წლის შემდეგ) (1
წთ).
10.
გაკვეთილის ბოლოს
მოსწავლეებს ვთხოვ, წინასწარ დარიგებულ ფერად ფურცლებზე აღნიშნონ, რა იყო
მათთვის მნიშვნელოვანი ამ გაკვეთილზე და როგორ იყვნენ ჩართული სამუშაო პროცესში
(1 წთ).
|
შეფასება
|
იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეები გაეცნობიან
ახალ მასალას და პირველად ეცდებიან მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაში, გაკვეთილზე
ისინი შეფასდებიან განმავითარებელი შეფასების პრინციპით. გაკვეთილის ბოლოს
დასაწერი კომენტარიც საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად, ფაქტობრივად,
თვითშეფასებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნართა განვითარებას მოემსახურება.
განმავითარებელ შეფასებაში მთავარი პრინციპი სწორედ ესაა - გაანალიზდეს პროცესი,
გამოვლინდეს ხარვეზები და დაისახოს მათი დაძლევის გზები.
|
საკლასო მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსები
|
ამ გაკვეთილზე დაგვჭირდება კომპიუტერი და პროექტორი,
ნაბეჭდი ტექსტი, თაბახის ფურცლები პრაქტიკული სამუშაოსთვის, მარკერები, კალმები,
ფერადი ფურცლები; ინტერნეტრესურსი: http://mastsavlebeli.ge/uploads/CV.pdf
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment