პროექტი


პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: კითხვიდან კითხვამდე 

2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გამოიკვლევენ წიგნსა და კითხვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს

3. პროექტის აქტუალობა: 2014 წელი წიგნიერების წლად გამოცხადდა. ამ თარიღს ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუცია თავისებურად ეხმიანება. სკოლის მოსწავლეთა ჩართვა ამ (და მსგავს) პროექტში მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმით, რომ ახალგაზრდები თავად გამოიკვლევენ წიგნიერების ხარისხსა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; არ იქნებიან მხოლოდ დაკვირვების ობიექტები და თავად შეძლებენ რეფლექციას კითხვასთან/აზროვნებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხერბზე; ჩაატარებენ კვლევას, რომელიც მათ გამოუმუშავებს თანამედროვე რეალობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მრავალ უნარს.

4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ ვერბალურ და რაოდენობრივ მონაცემთა მოპოვება, დახარისხება და შეფასება. 


5. მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი (მე-11-კლასელები)

6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები: კვლევის შედეგად მოსწავლეები შექმნიან ახალ ცოდნას საკუთარი და უფროსი თაობების შესახებ წიგნის კითხავსთან დაკავშირებით; შეადგენენ დიაგრამებს, რომლებშიც აისახება სტატისტიკური მონაცემები; წარმოადგენენ ფოტოკოლაჟს და შექმნიან პროექტის დიგიტალურ ვერსიას.

8. რესურსები: ა-4 ზომის ქაღალდები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი.

9. მსვლელობა: 1. ჯგუფების ჩამოყალიბება (4-5), თემების არჩევა, სტრატეგიის განსაზღვრა, რევიზია (კონსულტაცია), კითხვარების შედგენა, სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა, გადაღება, შეხვედრები და დედლაინით ანგარიშები, გაციფრება, სტატისტიკის გამოკვეთა, პრეზენტაცია (14 აპრილს), სტენდები, ბლოგი

10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირიქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით; ქართ. XI. 12. მოსწავლეს შე-უძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა; ქართ. XI. 14. მოსწავლეს შე-
უძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
 
11. ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ცირა კილანავა

12 ხელმძღვანელის ელმისამართი: kilanava@gmail.com

13 ბლოგი http://tsirakilanava.blogspot.com/



No comments:

Post a Comment